დიპლომატ ჯორჯია და რუსთავის აზოტი მეგობრობის თასის 1/2 ფინალში არიან!

ყველა სიახლე
03 აპრილი 2022

დიპლომატ ჯორჯია და რუსთავის აზოტი მეგობრობის თასის 1/2 ფინალში არიან!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეგობრობის თასის გათამაშების ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა.

თასის მოქმედმა გამარჯვებულმა დიპლომატ ჯორჯიამ „უკრაინა“ პენალტების სერიაში 4-3 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. თამაშის დაწყებიდან სამ წუთში დიპლომატი წინ გიროგი ქორიძის გოლით გავიდა, მეორე ტაიმში ანგარიში ლევან ჩიხრაძემ გაათანაბრა და ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვილნდა.

მეორე 1/4 ფინლაურ მატჩში რუსთავის აზოტმა McGill-თან 4-1 იმარჯვა. პირველი ტაიმის ბოლომდე აზოტმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. სამბურთიანი უპირატესობა გუნდმა გიორგი ახვლედიანის, გიორგი ხომასურიძისა და კარპე ჭყოიძის გოლებით მოიპოვა.  შესვენებამდე ნიკოლოზ ჯალაღანიამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ McGill-მა სხვაობა მეტად ვეღარ შეამცირა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. საბოლოო ანგარიში მეორმოცე წუთზე ლევან ჭიტაძემ დააფისქირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურა კაპანაძე, რუსთავის აზოტი: „საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა, გრანდ ლიგის გუნდია და ჩვენ მაინც საკვალიფიკაციო ლიგიდან ვართ, არ ელოდა ბევრი ჩვენგან ამ შედეგს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, იმედია, ნახევარფინალშიც მოვიგებთ. ჯერ ვეჩვევით ამ ჩემპიონატს და საკმაოდ რთული თამაში იყო. დღეს მეტოქეს მეტი მოძრაობითა და დისციპლინით ვაჯობეთ. ქარუსთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, უკეთ ვიცნობთ და ნახევარფინალში უფრო სასურველი მეტოქეა“.

მეგობრობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური შეხვედრა შემოსავლების სამსახურსა და პატრულს შორის 10 აპრილს გაიმართება. არმია ქარუს 1/2 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად 11 აპრილს დაუპირირსპირდება.



  © SBM, 2016-2024