პატრული მომდევნო ეტაპზე RS-ს დაუპირისპირდება!
ყველა სიახლემეგობრობის თასის გათამაშებაში კიდევ ერთი ¼ ფინალური წყვილი გახდა ცნობილი. პატრულმა ლიბერთი ბანკთან მარტივად იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდება.
პატრულისა და ლიბერთის მატჩი „ძალოვნების სასაგებლოდ 7-1 დასრულდა. რევაზ ინჯგიამ საწყის ჩვიდმეტ წუთში მოასწრო ჰეთ-თრიკის გაფორმება. ტაიმის დასრულებამდე ლევან კასრაძემ და ვლადიმერ მამფორიამ სხვაობა ხუთამდე გაზარდეს. მეორე ტაიმში თამაზ მუზაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა. ლიბერთის რიგებიდან პრესტიჟის გოლი გიორგი ვეშაგურის სახელზეა. საბოლოო ანგარიში ავტოგოლით დაფიქსირდა.
შემოსავლების სამსახურმა ფარვანა ორბურთიანი უპირატესობით 5-3 დაამარცხა. RS მეთხუთმეტე წუთისთვის სამი უპასუხო გოლით იგებდა. ტაიმის ბოლომდე ფარვანამ ერთი ბურთი გაქვითა. თამაშის განახლების შემდეგ გია ნინოშვილმა დუბლი გაიფორმა და უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ფარვანამ სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.
უკრაინისა და კროკობეთის დაპირისპირების შემდეგ დიპლომატ ჯორჯიას ¼ ფინალური მეტოქე გამოვლინდება. ელპოზოსა და ქარუს შორის კი არმიას მოწინააღმდეგე გაირკვევა.