მეგობრობის თასის გათამაშებამ სტარტი არმიას გამარჯვებით აიღო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეგობროსის თასის გათამაშებამ აიღო.
1/8 ფინალურ ეტაპზე McGill-მა ხალიკ ბანკი კომფორტული უპირატესობით 9-4 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი ნიკოლოზ ჯალაღანიას ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმა ლაშა მდივანმა. McGill მომდევნო ეტაპზე ბაქსვუდისა და რუსთავის აზოტის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
გათამაშების პირველ დაპირისპირებაში არმიამ მეამას 3-0 მოუგო და ¼ ფინალურ მეტოქეს ელოდება, რომელიც ელპოზოსა და ქარუს შორის გამოვლინდება. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. ოცდამეორე წუთზე „ძალოვნები“ მამუკა ამაშუკელმა დააწინაურა, სხვაობა ორამდე მალხაზ მერლანმა გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი ნადიმ კახაძემ დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
მამუკა ამაშუკელი, არმია: „ძალიან აქტიური თამაში იყო. პირველებმა გავიტანეთ და ამაში გაგვიმართლა. უპირატესობა მოგვეცა. მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა, იცოდა, რომ გასატანი ჰქონდათ გოლი. ამ ყველაფრით ვისარგებლეთ და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ველოდებით ჩვენს მომდევნო მოწინააღმდეგეს“.
დღის ბოლომდე გაირკვევა მეგობრობის თასის ყველა ¼ ფინალისტის ვინაობა და წყვილები.