ქუთაისმა 1/2 ფინალის საგზური სამი ტურით ადრე გაიფორმა!

ყველა სიახლე
20 მარტი 2022

ქუთაისმა 1/2 ფინალის საგზური სამი ტურით ადრე გაიფორმა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთვრამეტე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ანგარიშით 10-2 მოუგო და 1/2 ფინალის საგზური გაინაღდა. „იმერულ“ დერბიში ორ-ორი გოლი ირაკლი გვეტაძემ, ბექა ტუღუშმა, გიორგი ბალანჩივაძემ და ნიკა ხაჭაპურიძემ გაიტანეს.

ტურის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და გორი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. პირველი ნახევარში მირიან ჯანგავაძის გოლს (UG) გორის რიგებიდან ილია ლუკაშვილმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ოცდამეშვიდე და ოცდამეცხრე წუთზე გრიგოლ ბოხაშვილმა და სპარტაკ ლომიძემ UG ორი ბურთით დააწინაურეს. თამაშის დასრულებამდე ილია ლუკაშვილმა და ომარ ცარიელაშვილმა ანგარიში გაათანაბრეს და გუნდებმა საბოლოოდ ქულები გაიყვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მირიან ჯანგავაძე, UG: „გორმა ბოლომდე იბრძოლა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღეს მთელი თამაში ვიგებდით, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და ბოლო წამებზე გაგვითანაბრეს. გორი საკმაოდ სერიოზული გუნდია, გაიზარდა. თითქმის მოგებული თამაში ჩვენი გამოუცდელობის გამო ფრედ დავასრულეთ. პლეი-ოფებისთვის ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ. სერიოზული თამაშები გვაქვს წინ და ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“.

ილია ლუკაშვილი,გორი: „დღეს მოტივირებულები ჩამოვედით. წინა თამაშებზე და ახლაც გვაკლდა წამყვანი მოთამაშეები. პირველ რიგში, მონდომების ხარჯზე მოვიგეთ და ფიზიკურად ვაჯობეთ. ჯერ-ჯერობით არ ვართ იმ კონდიციებში, როგორც ვიყავით ილიაუნისთან, მაგალითად, ამან დიდი ძალა წაიღო, 10-8 ვიმარჯვეთ. მას შემდეგ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მეც ბევრი გამიცდა.სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ 3-1-დან 3-3 ჩვენთვის მაინც მისაღები ანგარიშია“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრამეტე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 26 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024