ელპოზომ ბაქსვუდთან პირველ 1/2 ფინალურ მატჩში ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა!

ყველა სიახლე
14 მარტი 2022

ელპოზომ ბაქსვუდთან პირველ 1/2 ფინალურ მატჩში ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები გრანდ ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩით დასრულდა. ერთმანეთს ბაქსვუდი და ელპოზო დაუპირისპრდნენ, მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

რევაზ ქემოკლიძემ და დავით ლომაიამ საწყის თოთხმეტ წუთში გაიტანეს გოლები და ბაქსვუდი დააწინაურეს. ტაიმის მიწურულს სულხან გვალიამ ერთი ბურთი გაქვითა, მატჩის ბოლო წამებზე კი დავით საღარაძემ ანგარიში გაათანაბრა.

დღის სხვა შეხვედრაში ნიკორამ კროკობეთთან განმეორებითი 1/2 ფინალიც მოიგო და ვერცხლის ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკორას მეტოქე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი იქნება. ირაკლი დევიძემ გამარჯვებული გუნდი მეცხრე წუთზე დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კროკომ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ საფინალო სირენამდე მიხეილ პოპიაშვილმა მინიმალური სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი დევიძე, ნიკორა: „კროკობეთთან ორივე დაძაბული და კარგი თამაში იყო. მომზადებულები ვიყავით და ვფიქრობ, რომ სამართლიანია ჩვენი გასვლა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რადგან კარგი გუნდია კროკო, გამოცდილი და დიდი ხანია თამაშობენ. ჩვენ არც ისე დიდი ხნის გუნდი ვართ. პირველი მატჩი მოგებული გვქონდა და ვცდილობდით იმას, რომ ტაქტიკურად სწორად შეგვერჩია თამაში. ფინალში ჩვენი სურვილი და მოედანზე გამოსვლის მოტივი მხოლოდ მოგებაა“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

სუპერლიგა: არმია vs კავკასიის ავტოიმპორტი

ოქროს ლიგა: ენერგო-პრო vs ბეთლაივი

ვერცხლის ლიგა: TTC vs ნიკორა

ბრინჯაოს ლიგა: ავერსი vs ბანკი ქართუ

საკვალიფიკაციო ლიგა: რუსთავის აზოტი vs მეამა

გრადნ ლიგაში ფინალისტები განმეორებითი ნახევარფინალების შემდეგ გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024