არმიამ დიპლომატ ჯორჯია განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა!
ყველა სიახლე2021/22 წწ. სეზონზე სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს კავკასიის ავტოიმპორტი და არმია დაუპირისპირდებიან.
არმიამ დიპლომატ ჯორჯიას მეორე ნახევარფინალიც მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. „ძალოვნები“ მეშვიდე წუთზე ნადიმ კახიძემ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ავტოგოლით სხვაობა ორამდე გაიზარდა. არმიამ კარის მშრალად შენახვა შეძლო და მეორე ნახევარში გოჩა ჯიქიამ საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.
ოქროს ლიგის განმეორებით ნახევარფინალში შემოსავლების სამსახურმა ბეთლაივთან 2-0 იმარჯვა, მაგრამ პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა და ფინალში გამსვლელი გუნდი დამატებით ტაიმში გამოვლინდა. გამარჯვების გოლი „ბუკმეიკერების“ რიგებიდან დათო გაგნიძემ გაიტანა. ბეთლაივი პირველად იასპარეზებს ფინალში და მისი მეტოქე ენერგო-პრო იქნება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: „ძალიან რთული თამაში იყო. ველოდით ასეთ მატჩს. მესამე წელია, რაც გამოვდივართ ამ ჩემპიონატზე და თავიდანვე დავისახეთ მიზნად ჩემპიონობა. ახლა ამასთან ძალიან ახლოს ვართ და ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ფინალში გასვლის. შარშან ნახევარშინალი პენალტებში წავაგეთ. დღევანდელი მეტოქე გამოცდილია. პირველ თამაშში წაგებას ვერ ეგუებოდნენ. ჩათვალეს, ეს შემთხვევით მოხდა და ჩვენ დავაჯერეთ, რომ ასე არ იყო. მეორე თამაშიც თითქმის ბოლომე 0-0 იყო, მომენტებიც ჩვენ უფრო გვქონდა, მაგრამ დავისაჯეთ გოლით და შემდეგ უკვე დამატებით დროში მოვბილიზდით“.
დღის დარჩენილ შეხვედრებში ვერცხლის ლიგის მეორე ფინალისტი გამოვლინდება - კროკობეთსა და ნიკორას შორის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტოქის ვინაობა გაირკვევა. დასკვნით მატჩში კი გრანდ ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი ბაქსვუდსა და ელპოზოს შორის შედგება.