კავკასიის ავტოიმპორტი ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს!

ყველა სიახლე
13 მარტი 2022

კავკასიის ავტოიმპორტი ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პელი-ოფის შეხვედრები დაძაბული და სანახაობრივი მატჩებით გაგრძელდა.

სუპერლიგის 1/2 ფინალში კავკასიის ავტოიმპორტმა მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, პატრულს, 2-0 სძლია და ფინალის საგზური ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. CAI მეცამეტე წუთზე გიორგი მაჩხანელის გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში ნიკა ენუქიძემ დააფიქსირა. „ძალოვნებმა“ მცდელობების მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლეს და „მეგობრობის თასის“ გათამაშებაში გადაინაცვლეს.

საკვალიფიკაციო ლიგის ფინალში ერთმანეთს მეამა და რუსთავის აზოტი დაუპირისპირდებიან.

ქარუმ ფავორიტი რუსთავის აზოტი განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა. გუნდების პირველი დაპირისპირება აზოტის სასარგებლოდ 5-1 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნული დამატებითი ტაიმი გოლის გარეშე მიილია, პენალტების სერიაში კი აზოტმა მეტოქეს აჯობა, 2-1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ხომასურიძე, რუსთავის აზოტი: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ბრძოლა იყო. ბიჭები ცოტა უახსიათოდ იყვნენ, მაგრამ მაინც მოვიგეთ. კარგი მსაჯობაც იყო. ვფიქრობ, ფინალში მეამასთან უნდა მოვიგოთ“.

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „ჩვენი მეტოქე ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალში გავსულიყავით, მაგრამ წინა შეხვედრასთან შედარებით, ცოტა სუსტად გამოვიყურებოდით. მობილიზება ვერ მოვახერხეთ. რამდენიმე მომენტში გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, კარგი თაობაა, პერსპექტიული გუნდია, არა მარტო ამ ლიგაზე, მთელ საქართველოში. ჩემი აზრით, ბიზნეს ლიგას ასეთი გუნდი ჯერ არ ჰყოლია. ჩვენ მთელი ენერგიით გადავერთვებით თასზე, რათა პატრული, როგორც ტიტულოვანი გუნდი, თასის და წარმატების გარეშე არ დავრჩეთ“.

გიორგი მაჩხანელი, CAI: „ძალიან მაგარი თამაში იყო. დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდმა ძალიან ვისიამოვნეთ. ფინალია წინ და დაძაბულობაც იყო. ორმაგად მოტივირებულები ვიყავით, რადგან წინა ოქროს ლიგის ფინალი წავაგეთ და მოგების ჟინი გვქონდა. გოლი რომც ვერ გამეტანა, დარწმუნებული ვარ, ისეთი გუნდი გვყავს, ვიღაც მაინც მოახერხებდა გუნდის წინ გაყვანას. ფინალისთვის ორივე შესაძლო მეტოქე თანაბრად მიმაჩნია და ყველაფერს თამაში გვაჩვენებს. მინდა ჩვენს მწვრთნელს მოვუხადო ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერს აკეთებს ჩვენი წარმატებისთვის“.

სუპერლიგის მეორე ფინალისტი არმიასა და დიპლომატ ჯორჯიას შორის გამოვლინდება. 



  © SBM, 2016-2024