TTC ვერცხლის ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
13 მარტი 2022

TTC ვერცხლის ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში კიდევ სამი ფინალისტი გამოვილინდა.

ვერცხლის ლიგის განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში ფარვანამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს 3-0 მოუგო. ვინაიდან, ,პირველ მატჩში TTC-მ მეტოქე 5-0 დაამარცხა, გამარჯვებულის გამოსავლენად ათწუთიანი დამატებითი ტაიმი დაინიშნა, რომელიც TTC-ს სასარგებლოდ 2-0 დასრულდა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. ორივე გოლი კოტე ოდიკაძის სახელზეა.

საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ფინალისტი მეამა გახდა, რომელმაც ხალიკ ბანკი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა, ანგარიშით 4-1. მეათე წუთზე „ბანკირები“ წინ გავიდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს. ოცდამესამე წუთზე მეამამ წონასწორობა აღადგინა და დროის ამოწურვამდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეამა ფინალში რუსთავის აზოტსა და ქარუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოქროს ლიგაში ფინალის საგზური ენერგო-პრომ მოიპოვა, რომელმაც „უკრაინასთან“ განმეორებით მატჩში 2-2 ითამაშა და პირველ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგით (3-2) დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. „უკრაინამ“ მეორედ ანგარიში მეოცე წუთის სტარტზე გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ დროში შეხვედრის ბედი ვერ შეცვალა, ოქროს ლიგას გამოეთიშა და თასის გათამაშებაში გადაინაცვლა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ნინიკაშვილი, ენერგო-პრო: „მოწინააღმდეგეს მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის. ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იყო, ეს ანგარიშზეც აისახა. ვიბრძოლეთ, მოვინდომეთ და წარმატებას მივაღწიეთ. ორივე გუნდი, რომელიც ფინალის მეორე საგზურისთვის იბრძვის ძალიან ძლიერია და მათ წარმატებებს ვუსურვებ“.

გიგა ესიტაშვილი, მეამა: „პირველ რიგში, მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ფინალის საგზური მოვიპოვეთ. თავიდან პირველი ტაიმი გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვაჯობეთ მეტოქეს. ვფიქრობ, მეტოქესთან შედარებით უპირატესობა გვქონდა, მეტნი ვიყავით, ხალიკს შეცვლებზე არ ჰყავდა მოთამაშეები. ფინალში ასი პროცენტით გამარჯვებისთვის გავალთ“.

ოქროს ლიგაში ენერგო-პროს მეტოქე ბეთლაივსა და შემოსავლების სამსახურს შორის გამოვლინდება. TTC კროკობეთსა და ნიკორას შორის გამარჯვებულს შეხვდება.



  © SBM, 2016-2024