ბრინჯაოს ლიგის ფინალში ქართუ და ავერსი ითამაშებენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის 1/2 ფინალების განმეორებითი შეხვედრები მიმდინარეობს. დღის ბოლოს სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტები გამოვლინდებიან.
ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბანკი ქართუ და ავერსი იბრძოლებენ.
ავერსმა ლიბერთი ბანკს განმეორებით მატჩში 2-1 სძლია და წყვილში წონასწორობა აღადგინა. ფინალში გამსვლელი გუნდის გამოსავლენად ჯერ დამატებით ათწუთიანი ტაიმი გაიმრთა, რომელიც 0-0 დასრულდა, შემდეგ პენალტების სერია. „საფეხბურთო ლატარეაში“ ავერსის მეკარემ, რატი ქართველიშვილმა, ორი დარტყმა მოიგერია და „ფარმაცევტები“ ფინალში გაიყვანა (2-0). ძირითად დროში ავერსის რიგებიდან გოლები ზურაბ თარაშვილმა და თორნიკე ბახტაძემ გაიტანეს.
დაძაბული გამოდგა ლიგის მეორე დაპირისპირებაც. NS Studio ბოლო წუთამდე 2-1-ს იგებდა. მატჩი დამატებით ტაიმებთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე მოპოვებული ჯარიმა “ბანკირებმა“ შედეგიანად გამოიყენეს და მეკარემ, დავით ნიკოლაიშვილმა, ანგარიში გაათანაბრა (2-2). პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგით (5-1) ქართუს ფრეც ხელს აძლევდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ფინალის საგზური.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დავით ნიკოლაიშვილი, ქართუ: „როგორც მაყურებელმა ნახა, დაძაბული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდს ჰქონდა მინიმუმ პენალტებამდე თამაშის მიყვანის შანსი. საბოლოოდ ჩვენ უფრო გაგვიმართლა და გავედით ფინალში. იმედი გვაქვს, მესამე ჯერზე ნავსს გავტეხავთ და ჩემპიონები გავხდებით“.
რატი ქართველაშვილი, ავერსი: „ძალიან საინტერესო გამოდგა ორივე თამამში. დაძაბული, დრამატული, თავისი ბარათებით. პენალტების სერიაში შემართებით ვიყავით მთელი გუნდი და მომზადებულები შევხვდით. ქართუ ნამდვილად საინტერესო მოწინააღმდეგეა. ფინალი ერთმატჩიანია და ყველაფერს თამაში გვიჩვენებს“.
ბრინჯაოს ლიგის თასისთვის ქართუ მეორედ იბრძოლებს, ავერსი კი დასკვნით ეტაპზე პირველად ითამაშებს.