ნიკორამ კროკობეთი პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ნიკორამ კროკობეთს სანახაობრივ ბრძოლაში 3-1 მოუგო.
პირველ ტაიმში ნიკორა ირაკლი დევიძის გოლით დაიწინაურდა. წონასწორობის აღდგენა კროკობეთის რიგებიდან გიორგი კუხალაშვილმა შეძლო, მაგრამ მალევე გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ნიკა ჯოლოხავამ ორწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
დღის სხვა შეხვედრაში ენერგო-პრომ „უკრაინას“ მინიმალური სხვაობით 3-2 მოუგო და ფინალისთვის ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა. პირველ ტაიმში „ენერგეტიკოსები“ ორი ბურთით დაწინაურდნენ. ოცდამეცხრე წუთზე ზურა შერაზადიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა. მალევე ლუკა გოგუაძემ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3-1 გახდა. თამაშის დასრულებამდე იაგო კაპანაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „უკრაინამ“ დარჩენილ დროში მატჩის ბედი ვერ შეცვალა და პირველ დაპირისპირებაში დამარცხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „კროკობეთი გამოცდილი გუნდია. თავიდან გაგვიჭირდა შეჩვევა, ისეთი გოლი გავუშვით 1-0-ის შემდეგ, მაგრამ მოვბილიზდით. კიდევ გვქონდა გასატანი. ვფიქრობ, ლოგიკური შედეგია, რაც დაფიქსირდა. შედეგი თამაშისთვის გავაანაზებთ ამ შეცდომებს და გამოვასწორებთ. მეორე წელია, რაც მონაწილეობას ვიღებთ ამ ჩემპიონატში, მაგრამ ისეთი ბირთვი შეიკრა ჩვენთან რომ ყველა თამაშში მოსაგებად გამოვდივართ. მე მგონი, თანაბარი თამაში იყო, მომენტები უფრო ჩვენ გამოვიყენეთ, რაც შედეგზეც აისახა“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების განმეორებითი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 მარტს გაიმართება.