გორელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს!

ყველა სიახლე
06 მარტი 2022

გორელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს XVI ტური ევროპის უნივერსიტეტისა და გორის დაპირისპირებით დასრულდა.

გორი თამაშში მალევე დაწინაურდა და ანგარიში მიჰყავდა. პირველ ტაიმში EU-მ ორჯერ აღადგინა წონასწორობა. ოცდამეექვსე წუთზე გორელები კვლავ წინ გავიდნენ. კახაბერ გოგოხიამ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ანგარიში 3-3 გახადა. „სტუდენტები“ ქულის შენარჩუნებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ნიკა ოქროპირიძემ ბოლო წამზე დუბლი გაიფორმა და გორმა საბოლოოდ 4-3 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „ნამდვილად დაძაული მატჩი გამოდგა. ბურთი ბურთზე მიდიოდა თამაში. ვიგებდით, შემდეგ გვითანაბრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. სასიამოვნოა, რომ უკვე ორი მატჩი მოვიგეთ ზედიზედ. ხანგრძლივი მოუგებელი სერია გვქონდა და შევძელით ამის მოგებების სერიად ქცევა. დღეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენმა   უშუალო კონკურენტმაც, თსუ 2-მა, მოიგო და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხრილში წინ გავსულიყავით“.

XVI ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პოზიციური ცვლილება არ არის. ჩემპიონატს კვლავ ქუთაისი ლიდერობს. ილიაუნი 2 პირველ ადგილოსანს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება, ევროპის უნივერსიტეტს კი სამი ქულით უსწრებს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე და მეცამეტე ტურის თითო გადადებული შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 მარტს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024