"იმერლებმა" უშალო მეტოქე დაამარცხეს და ცხრილში პირველობა გაიმყარეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთექვსმეტე ტური სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილოსნების დაპირისპირებით გაგრძელდა. ქუთაისმა ილიაუნი 2-ს ბოლო წამზე გაუტანა გამარჯვების გოლი და მეტოქეს 3-2 სძლია.
შეხვედრის პირველი ნახევარი „იმერლებმა“ ბექა ტუღუშის გოლით მოიგეს. ილიაუნიმ თამაშში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, ჯერ გიორგი ნათენაძის გოლით (1-1), მეორედ კი საბა მაჩიტიძის ზუსტი დარტყმით (2-2). მატჩის მიწურულს, ბოლო წამზე ბაკურ გულუამ აქტივში მეორე ბურთი მიითვალა, რომელმაც ქუთაისს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისისთვის ეს პირველი მოგებაა ილიაუნისთან. "იმერლებმა" უშუალო მეტოქესთან სატურნირო ცხრილში სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
საბა მაჩიტიძე, ილიაუნი2: „კარგი სანახაობა იყო, მაყურებელმაც, ჩემი აზრით, ისიამოვნა. თამაშს რაც შეეხება, ორჯერ ვაგებდით და გავათანაბრეთ, მაგრამ ბოლო წამზე დასანანი გოლი გავუშვით. მოსაგები თამაში იყო, მაგრამ არაუშავს, გამოვასწორებთ შემდეგში“.
ბაკურ გულუა, ქუთაისი: „დაძაბული თამაში იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მოწინააღმდეგეს. კარგი გუნდია, შეკრული. ეს ერთი კვირა განსაკუთრებით ბევრი ვივარჯიშეთ და ვემზადებოდით ამ მატჩისთვის. მინდა მივულოცო ჩემს გუნდს გამარჯვება. სავარაუდოდ, დღეს მეტი მოტივაცია გვქონდა. შრომამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო“.
ტურის დასკვნით შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი გორს ეთამაშება.