კვირას, სუპერლიგის საუკეთესო 16 გუნდი, თასისთვის იწყებს ბრძოლას

ყველა სიახლე
28 აპრილი 2017

კვირას, სუპერლიგის საუკეთესო 16 გუნდი, თასისთვის იწყებს ბრძოლას

30 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

კვირას, სუპერლიგის თასის გათამაშება აიღებს სტარტს, რომელშიც მონაწილეობას სუპერლიგა A და B -ს საუკეთესო 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  გუნდები 1/8 ფინალში, 19 აპრილს სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ კენჭისყრაზე, ბრმა წილისყრის პრინციპით დაწყვილდნენ.

რვა შეხვედრიდან, მხოლოდ ორში დაუპირისპირდებიან ერთიდაიმავე ლიგის გუნდები ერთმანეთს - სუპერლიგა B-ს 1/4 ფინალის მსგავსად, სკ ჯვაროსნები 2-ის მეტოქე საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იქნება, რაც შეეხება სუპერლიგა A-ს 1/8 ფინალურ წყვილს - ერთმანეთს ტვ იმედი და სკ ჯვაროსნები დაუპირისპირდებიან. ყველა სხვა შემთხვევაში, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში სხვადასხვა ლიგის გუნდები მოსინჯავენ ერთმანეთთან ძალებს. განსაკუთრებულ ინტერესს, სუპერლიგა B-ს ლიდერის, FUNDAY ENTERTAINMENTI-სა და სუპერლიგა A -ს ერთ-ერთი ფავორიტის, მფკ ნატახტარის დაპირისპირება იწვევს, რომელიც 17:00 სთ-ზე დაიწყება.

1/4 ფინალისტების ვინაობა, ერთი მატჩის შედეგად გაირკვევა. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, დაინიშნება ერთი დამატებითი 5 წუთიანია ტაიმი და თუ აქაც ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ვინაობას 7 მეტრიანების სერია გადაწყვეტს.

 

30.04.2017. სუპერლიგის თასი. 1/8 ფინალი

13:00 სკ ჯვაროსნები - ტვ იმედი

15:00 სკ ჯვაროსნები 2 – FC UG

16:00 FC VIVUS.GE – GM ჭიათურა

17:00 FUNDAY ENT - მფკ ნატახტარი

18:00 სკ ფერო (ზეს) - სფფ

19:00 სკ ევროკრედიტი - სკ პსპ

20:00 CFCP - კსუ/CIU

 

კვირასვე, ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს I ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი, სასტუმრო „ბილტმორის“ გუნდი, თავის პირველ შეხევდრას, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ლიგაში დაბრუნებულ DHL-ის გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ მონაწილეს, „დომსონ ინჯინეარინგი“, ოქროს ლიგიდან გამოვარდნილ, თბილისის მერიის გუნდს დაუპირისპირდება.  

30.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური

11:00 ბილტმორი - DHL

12:00 თბილისის მერია - დომსონი

დებიუტებით იქნება გამორჩეული სუპერლიგა C -ს პრბელი ტურის დაპირისპირებებიც. აჭარის ნაკრები, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდ „რუბიკონს“ დაუპირისპირდება, ხოლო ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი, სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო ჰოლდინგთან“ ითამაშებს.

30.04.2017. სუპერლიგა C. I ტური

14:00 აჭარის ნაკრები - რუბიკონი

21:00 ტატიშვილი - ჯეო ჰოლდინგი

 

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024