მეამამ ხალიკთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩი მოიგო!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2022

მეამამ ხალიკთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩი მოიგო!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტე სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები საკვალიფიკაციო ლიგით გაგრძელდა.

მეამასა და ხალიკ ბანკის გარდამავალ დაპირისპირებაში საწყის ხუთ წუთში „ბანკირები“ ვალერი ზანგურის დუბლით დაწინაურდნენ. მალევე ასევე ორწუთაინ ინტერვალში მეამამ წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. ტაიმის დასრულებამდე ხალიკმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოო ანგარიში მეამას სასარგებლოდ 4-3 დაფიქსირდა.

ვერცხლის ლიგაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა პირველ 1/2 ფინალურ მატჩში ფარვანა უშანსოდ დატოვა და 5-0 მოუგო. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. TTC ოცდამეთერთმეტე წუთზე დაწინაურდა, კარი მშრალად შეინახა და თამაშის ბოლომდე უპირატესობა ხუთ ბურთამდე იოლად გაზარდა. განმეორებით ნახევარფინალში TTC-ს დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად ხელს ფრეც აძლევს.

დაძაბული გამოდგა ოქროს ლიგის გუნდების ბრძოლა ფინალისთვის. ბეთლაივისა და შემოსავლების სამსახურის მატჩი ბოლო წუთამდე მშრალი ანგარიშით მიმდინარეობდა. ბოლო წუთზე ბეთლაივმა ბურთის გათამაშება შეძლო, ლუკა კაკაბაძემ უკანასკნელი შეტევა გოლით დაასრულა და „ბუკმეიკერებს“ გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლუკა კაკაბაძე, ბეთლაივი: „მეორე თამაშისთვის გვაქვს უპირატესობა, მაგრამ ძალიან თანაბარი გუნდები ვართ. ბოლო წამზე გავიტანეთ გოლი. კარგი თამაში იყო. ცოტა გაგვიმართლა კიდეც. მეორე შეხვედრასაც იგივანაირი ტაქტიკით ვითამაშებთ, ცოტა უკნიდან, დიდი ალბათობით. არამგონია დიდად შევცვალოთ“.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები დღის ბოლომდე გაიმართება.



  © SBM, 2016-2024