ბრინჯაოს ლიგაში პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონში სტრატი პლეი-ოფებმა აიღო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო.
ლიბერთი ბანკისა და ავერსის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. „ბანკირების“ გოლს პირველივე ტაიმში უპასუხეს „ფარმეცევტებმა“. ოცდამეცამეტე წუთზე ლაშა გურგენიძემ ლიბერთი წინ გაიყვანა, მალევე საგოლე გადაცემაც მიითვალა და საბოლოოდ ლიბერთი ბანკმა მეტოქე 3-1 დაამარცხა.
ქართუსა და NS Studio-ს დაპირისპირება „ბანკირების“ სასარგებლოდ 4-1 დასრულდა. ქართუ მეთერთმეტე წუთზე დაწინაურდა. მეორე ტაიმში გიორგი გვენეტაძემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ NS Studio-მ მომენტები ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრშეტევებით შეძლო უპირატესობის დაბრუნება. გამარჯვებული გუნდიდან იაკობ გოგოლაძემ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოდგა. სხვათა შორის, არ ველოდით ასეთ წინააღმდეგობას, ვინაიდან, ქულა არ ჰქონდა მეტოქეს ჯგუფურ ეტაპზე. პირველი გოლი დაცვის ბრალი იყო, დიდი ალბათობით, მაგრამ კონცენტრაცია მოვახდინეთ და გოლიც გავიტანეთ. შემდეგ მეტოქე უფრო წინ წამოვიდა და კონტრშეტევებზე მეტი შანსი მოგვეცა. მომდევნო თამაში არ იქნება ადვილი, ვფიქრობ, დაცვიდან არ დავიწყებთ, მაინც შეტევით ფეხბურთზე გავაკეთებთ აქცენტს. იმედია, გავალთ“.
გიორგი გვენეტაძე, NS Studio: „მატჩიც და მთლიანად ჩემპიონატიც ძალიან დაძაბულია. თანაბარი გუნდები შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამ ანგარიშს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჩემი აზრით, ვაჯობეთ და უფრო მეტი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვეცდებით, განმეორებით მატჩში ავიღოთ რევანში და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
ბრინჯაოს ლიგის განმეორებითი შეხვედრები 13 მარტს გაიმართება.
დღის განმავლობაში გაიმართება სუპერლიგის, ვერცხლის, ოქროს, საკვალიფიკაციო და გრანდ ლიგის 1/2 ფინალებიც.