ფუტსალის ლიგა: XVI ტურმა ბათუმში აიღო სტარტი

ყველა სიახლე
26 აპრილი 2017

ფუტსალის ლიგა: XVI ტურმა ბათუმში აიღო სტარტი

25 აპრილს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, საქართველოს ფუტსალის ლიგის XVI ტურმა აიღო სტარტი.

განსაკუთრებულ ინტერესს, ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლი უშუალო კონკურენტების, დინამო ბათუმისა და მფკ მგლების დაპირისპირება იწვევდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა, ვინც საკუთარი შანსები უფრო უკეთ გამოიყენა - მგლებმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი  სამი ქულის მოპოვება მოახერხეს - 3:5. ჰეთ-თრიკით გამოირჩა გუნდის საუკეთესო მეგოლე სერგი მაჭარაშვილი, რომელიც ამ მომენტისთვის 31 გოლით ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

თანაქალაქელებისგან განსხვავებით, წარმატებით იასპარეზა საშინაო კედლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბმა, რომელიც მფკ აფხაზეთს დაუპირისპირდა და პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსებიც პრაქტიკულად მოუსპო მეტოქეს. „სტუდენტებმა“ შედარებით იოლად იმარჯვეს - 5:2. თუმცა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში 2:0 იყო მასპინძლების სასარგებლოდ, აფხაზეთის ფეხბურთელებმა ორი 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს, ორივე შემთხვევაში „დუელი“ ბათუმელთა კიპერმა, ირაკლი გორგოშაძემ მოიგო.

 

25.04.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. XVIტური

 მფკ დინამო (ბთ) - მფკ მგლები 3:5 (2:3)

გოლები:  04:04’ გალოიანი (1:0), 07:01’ მაჭარაშვილი (1:1), 14:10’ შამილაძე (2:1), 18:11’ ძაგანია (2:2), 19:08’ გიორგაძე (2:3), 21:37’ გალოიანი (3:3), 29:34’ მაჭარაშვილი (3:4), 38:13’ მაჭარაშვილი (3:5)

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ აფხაზეთი 5:2  (3:1)

გოლები: 00:20’ მამულაძე; (1:0), 04:59’ გაბუნია (2:0), 18:22’ ჭანტურიძე (2:1), 19:41’ ნადარაია (3:1), 21:32’ ბროლაძე (4:1), 22:41’ მამულაძე (5:1), 27:04’ ხარაიშვილი (5:2)

გაფრთხილება: 36:46’ მახარაძე (ბსუ)

 

28 აპრილს, XVI ტურის კიდევ ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 17:00 სთ-ზე მფკ აგორა იბსუს ეთამაშება, ხოლო 19:00 სთ-ზე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი, მფკ ტატიშვილი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან.

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024