საკვალიფიკაციო ლიგაში 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2022

საკვალიფიკაციო ლიგაში 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა.

საკვალიფიკაციო ლიგაში მეამა ქარუს დაუპირისპირდა და შოთა ოკინაშვილის გოლით მინიმალური სხვაობით 1-0 იმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. ერთადერთი გოლი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, ოცდამეთექვსმეტე წუთზე გავიდა.

მეამას ამ გამარჯვებით საკვალიფიკაციო ლიგის პლეი-ოფის წყვილები უკვე გაირკვა. ფინალში მოსახვედრად პირველადგილოსანი რუსთავის აზოტი მეოთხეადგილოსან ქარუს შეხვდება. მეამა კი 1/2 ფინალში ხალიკ ბანკს ეთამაშება.

A ჯგუფში ერთმანეთს არმია და ენერგო-პრო დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ნუკრი გელაშვილმა ენერგო-პრო მეთექვსმეტე წუთზე დააწინაურა. შაკო ცირამუამ მეორე ტაიმის სტარტზე წონასწორობა აღადგინა და გიორგი ჩუთლაშვილმა არმია წინ გაიყვანა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ნუკრი გელაშვილმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და „ენერგეტიკოსებმა“ ქულა შეინარჩუნეს.

20 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A ჯგუფის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა არმიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაიმართება. ამ მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი გუნდები რა პოზიციას დაიკავებენ ჯგუფში და რომელი ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ.

20 თებერვალს გაიმართება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სხვა გადადებული შეხვედრებიც. საკვალიფიკაციო ლიგაში ხალიკ ბანკი ქარუს ეთამაშება. გრანდ ლიგაში არმია McGill-ს გაეჯიბრება. B ჯგუფში კავკასიის ავტოიმპორტი-ბეთლაივისა და კროკობეთი-ბანკი ქართუს მატჩების შემდეგ წრიული ეტაპი დასრულდება და სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლისა  და ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფის ყველა წყვილი ცნობილი გახდება.



  © SBM, 2016-2024