ელპოზომ და არმიამ ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2022

ელპოზომ და არმიამ ქულები გაიყვეს!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე გრანდ ლიგის მატჩით დასრულდა.

ელპოზო არმიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. ოცდამეთოთხმეტე წუთზე „ძალოვნები“ მალხაზ მერლანის გოლით დაწინაურდნენ, რამდენიმე წუთში წონასწორობა სულხან გვალიამ აღადგინა. მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ამ შედეგით გრანდ ლიგაში პლეი-ოფის წყვილები ცნობილი გახდა. ელპოზო ჯგუფის პირველადგილოსან ბაქსვუდს ეთამაშება, არმია კი ფინალის საგზურისთვის McGills გაეჯიბრება.

ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. ხალიკ ბანკისა და მეამას დაპირისპირება მშრალი ანგარიშით 0-0 დასრულდა. ამ შედეგით მეამამ ლიდერობის შანსი დაკარგა და რუსთავის აზოტმა რეგულარული სეზონის პირველობა გაინაღდა.

A ჯგუფში არმიამ ლიბერთი ბანკთან 4-1 მოიგო და მიმდინარე მონაცემებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. „ძალოვნების“ რიგებიდან დუბლი შაკო ცირამუამ გაიფორმა. ლიბერთი ბანკისთვის ეს შეხვედრა რეგულარულ სეზონში ბოლო იყო, დაგროვებული ქულებით მეოთხე პოზიციას იკავებს და შესაბამისად, ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ავერსი იქნება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეგულარული სეზონი 20 თებერვალს დასრულდება. 27 თებერვლიდან კი სტარტს 1/2 ფინალური დაპირისპირებები აიღებს. 



  © SBM, 2016-2024