დიპლომატ ჯორჯია სუპერლიგის პლეი-ოფში პირველად ითამაშებს!
ყველა სიახლეC ჯუფში რეგულარული სეზონი დიპლომატ ჯორჯიასა და ფარვანას დაპირისპირებით დასრულდა. დიპლომატმა მეტოქე სამი უპასუხო გოლით დაამარცხა (3-0). ირაკლი გოგინაშვილის გოლს მალევე ნოდარ მიკირტუმაშვილის ზუსტი დარტყმა მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი თორნიკე მახარაშვილმა დააფიქსირა.
ტურის სხვა შეხვედრაში ავერსმა ვითიბისთან 5-3 იმარჯვა. „ბანკირებმა“ პირველივე წამებზე მიღებულ გოლს მალევე უპასუხეს და პირველი ტაიმი მათ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე „ფარმაცევტები“ კვლავ წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდიდან ერეკლე ლომიძემ და ზურაბ თარაშვილმა დუბლი გაიფორმეს.
ამ შედეგით დიპლომატ ჯორჯია სუპერლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, ფარვანა კი ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალში. მათი მეტოქეები A ჯგუფში წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან.
B ჯგუფში კავკასიის ავტოიმპორტი ბეთლაივს დაუპირისპირდა. თავდაპირველად წინ „ბუკმეიკერები“ გავიდნენ, მაგრამ CAI-მ წონასწორობა მალევე აღაგინა და საბოლოოდ მეტოქე 3-1 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი გიორგი მაჩხანელმა გაიფორმა. ავტოიმპორტი ბეთლაივთან დარჩენილ მეორე მატჩშიც გამარჯვების შემთხვევაში რეგულარულ სეზონს ქულათა მაქსიმუმით დაასრულებს. მისი მეტოქე სუპერლიგის 1/2 ფინალში პატრული იქნება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკა ენუქიძე, CAI: “ბეთლაივი ძალიან მაგარი გუნდია. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ორი ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს ფუტსალიდან. შესაბამისად, ბრძოლაც გამოვიდა. სუპერლიგისთვის მაქსიმალურად ვემზადებით. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. წინა წელს ვეთამაშეთ პატრულს და საკმაოდ სერიოზული ბრძოლა იყო. ნახევარფინალში გადაწყდება ყველაფერი. ძლიერი მოიგებს“.