McGill-მა გრანდ ლიგის ლიდერს სძლია!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2022

McGill-მა გრანდ ლიგის ლიდერს სძლია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრები გრანდ ლიგის მატჩით გაგრძელდა.

ბაქსვუდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო დაპირისპირება McGill-თან გამართა და მინიმალური ანგარიშით 2-1 დამარცხდა, თუმცა სატურნირო ცხრილში პირველობას ინარჩუნებს. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. თამაშის განახლებიდან  მეექვსე წუთზე თენგიზ უგრეხელიძემ ბაქსვუდი დააწინაურა. დარჩენილ დროში „იურისტებმა“ წონასწორობა დავით ბაზერაშვილის გოლით აღადგინეს,  ლაშა ლაზარაშვილმა კი გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ენერგო-პროს დიდი ანგარიშით 9-3 მოუგო. დიმიტრი დემურაშვილი, გიორგი ბერიშვილი და გიორგი დათაშვილი TTC-ს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით დაეხმარნენ.

საკვალიფიკაციო ლიგაში რუსთავის აზოტმა საწყის ათ წუთში მიღებული ორი გოლის შემდეგ სხვაობა აღმოფხვრა და საბოლოოდ ქარუსთან 5-3 იმარჯვა. ილო ფარქოსაძის პირველი საპასუხო გოლის შემდეგ ლევან ჭიტაძემ ჰეთრიკი გაიფორმა და აზოტმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აღარ დაუთმიათ.

დღის ბოლოს გაიმართება გრანდ ლიგის მეორე შეხვედრა ელპოზოსა და არმიას შორის. A არმია ლიბერთი ბანკს ეთამაშება. საკვალიფიკაციო ლიგაში კი ხალიკ ბანკი მეამას გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024