D ჯგუფში რეგულარული სეზონი დასრულდა!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2022

D ჯგუფში რეგულარული სეზონი დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

D ჯგუფიდან პლეი-ოფში გუნდები სრულად გადანაწილდნენ. პატრული სუპერლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე B ჯგუფის პირველადგილოსანი კავკასიის ავტოიმპორტი იქნება.  შემოსავლების სამსახური ოქროს ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს. ნიკორა ვერცხლის ლიგის ფინალისთვის იბრძოლებს. NS Studio კი ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფში გადავა.

რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში პატრულმა ნიკორას 2-0 მოუგო. ლევან კასრაძემ „ძალოვნები“ მეოთხე წუთზე დააწინაურა, თამაზ მუზაშვილმა კი თამაშის მიწურულს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და პატრულმა ჯგუფური ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა.

შემოსავლების სამსახურმა NS Studio-სთან ოთხბურთიანი უპირატესობით იმარჯვა (5-1). იასონ ხუნდაძემ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. მეტოქე გუნდიდან ერთი ბურთი გეგი ევსიამ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვლადიმერ გედევანიძე, ნიკორა: „თავიდან მაღალ ტემპში დაიწყო თამაში. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მატჩი. სამწუხაროდ, ბევრი მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაზეც მეტოქემ დაგვსაჯა. წელს ვერცხლის ლიგის პლეი ოფში ვითამაშებთ. პროგრამა მინიმუმი ამით შესრულებულია. ვეცდებით, რომ წარმატებით დავასრულოთ ასპარეზობა“.

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან წინა ტურში გადაწყდა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის საკითხი. ჩვენი მთავარი მიზანი ეს იყო. წარმატებით გავიარეთ პირველი ეტაპი. 1/2 ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე კავკასიის ავტოიმპორტი იქნება, რომელიც, ვფიქრობ, ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია. დღეიდან დავიწყებთ მომზადებას. ჩემი აზრით, ნაადრევი ფინალი იქნება. არც ერთ გუნდს არ გვაქვს რაიმე დასათმობი. ცუდია, რომ ნახევარფინალში ვხვდებით მათ და არა ფინალში, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ“.

დღის განმავლობაში გაიმართება B, C, D ჯგუფის, გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის შეხვედრებიც. 



  © SBM, 2016-2024