თსუ 2-მა გორი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთორმეტე ტური გორისა და თსუ 2-ის დაძაბული დაპირისპირებით დასრულდა. სანახაობრივ თრილერში თსუ-მ საბოლოოდ 6-5 იმარჯვა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიში ოთხჯერ გათანაბრდა. „სტუდენტები“ მეორე ტაიმში თამაშში 3-1-დან დაბრუნდნენ. ოცდამეთერთმეტე წუთიდან კი წინ ორჯერ გავიდნენ, მაგრამ გორმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა (4-4, 5-5). ბოლო წუთზე გეგა კოშაძემ (თსუ2) მოახერხა ანგარიშის შეცვლა, აქტივში მეოთხე გოლი მიითვალა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ტურის სხვა შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 11-1 დაამარცხა. მატჩში საუკეთესო ნიკა ფანცულაია იყო, რომელიც გუნდს გამარჯვებაში ოთხი გოლით დაეხმარა. დუბლი გაიფორმეს გრიგოლ ბოხაშვილმა და გაიოზ ბაბუციძემ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ანიაშვილი, გორი: „კარგი თამაში იყო. გარდამავალი უპირატესობით წარიმართა შეხვედრა. საბოლოო ჯამში, არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გაგვიტანეს, რომელმაც გაგვტეხა და ვეღარ შევინარჩუნეთ ანგარიში. ძალიან პრინციპული თამაში იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა“.
გეგა კოშაძე, თსუ2: „მოწინააღმდეგე გუნდმა კარგად იბრძოლა. პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ. შემდეგ რაღაც შეცდომები დავუშვით და ორი საპასუხო გოლი მივიღეთ. გასახდელში შევაჯამეთ პირველი ნახევარი და უფრო მოტივირებულები გამოვედით. ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა. ჩემი აზრით, უფრო მეტად მოვინდომეთ და მეტად ვიბრძოლეთ, რითაც ვაჯობეთ გორს“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მე-13 ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 თებერვალს გაიმართება.