ბაქსვუდმა გრანდ ლიგაში პირველობა გაიმყარა!

ყველა სიახლე
06 თებერვალი 2022

ბაქსვუდმა გრანდ ლიგაში პირველობა გაიმყარა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა.

გრანდ ლიგაში ბაქსვუდი ელპოზოს დაუპირისპირდა და მეტოქე კვლავ დაამარცხა, ანგარიშით 5-3.

მეოთხე წუთისთვის გუნდები თითო გოლით თანაბრად იყვნენ, მაგრამ ბაქსვუდი მალე წინ გავიდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. მეორე ტაიმში ელპოზომ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება რამდენიმე წამით შეძლო, თუმცა ბაქსვუდმა სხვაობა მალევე აღადგინა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრაში დუბლით დავით ლომაია (ბაქსვუდი) გამოირჩა.

A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლიბერთი ბანკისა და ენერგო პროს დაპირისპირება ფრედ 2-2 დასრულდა. ვატო მაჭავარიანმა „ბანკირები“ პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა. ნუკრი გელაშვილმა მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში წონასწორობა აღადგინა. ლიბერთი მეორედ წინ ლაშა გურგენიძის გოლით გავიდა, მაგრამ ირაკლი დვალმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა და ენერგო პროს ქულა შეუნარჩუნა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 თებერვალს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024