#14SBMLeague ზამთრის შესვენების შემდეგ C და D ჯგუფის მატჩებით განახლდა!

ყველა სიახლე
30 იანვარი 2022

#14SBMLeague ზამთრის შესვენების შემდეგ C და D ჯგუფის მატჩებით განახლდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ მეხუთე ტურის შეხვედრებით განახლდა.

სათამაშო დღე C ჯგუფით დაიწყო. პირველ მატჩში დიპლომატ ჯორჯიამ ვითიბის ანგარიში ორჯერ გაუთანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. დიმიტრი მაყიშვილმა „ბანკირები“ წინ ორჯერ გაიყვანა, მაგრამ პირველად წონასწორობა ზურაბ გოგიჩაიშვილმა აღადგინა, მეორედ - ანრი გუმბერიძემ. ამ შედეგით დიპლომატმა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა.

ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში ფარვანამ დაძაბულ ბრძოლაში ავერსს სძლია, ანგარიშით 2-5. პირველი ტაიმი ფრედ 2-2 წარიმართა. ფარვანამ მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვებაც მოიპოვა. აქტივში ორ-ორი ბურთი რაფიკ მარგარიანმა და მიგელ მანასიანმა მიითვალეს.

ორი შეხვედრა გაიმართა D ჯგუფშიც. პატრულისა და შემოსავლების სამსახურის მატჩი პატრულის სასარგებლოდ დასრულდა. „ძალოვნებმა“ RS-თან 4-2 იმარჯვეს და ჯგუფში პირველობა გაიმყარეს. პატრულის რიგებიდან დუბლი რევაზ ინჯგიამ გაიფორმა.

D ჯგუფის სხვა შეხვედრაში ნიკორამ NS Studio კომფორტული უპირატესობით 5-0 დაამარცხა. ნიკა ჯოლოხავა გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

რევაზ ინჯგია, პატრული: „RS-თან ყოველთვის დაძაბული მატჩია ხოლმე. ყოველ ჯერზე რაღაც ეტაპისა და დიდი შრომის შემდეგ ვაღწევთ შედეგს, რადგან ძლიერი გუნდია. დღესაც იგივე მოხდა. განახლებული სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ვცდილობთ და ვემზადებით იმისთვის, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და საჩემპიონო გუნდი  გავხდეთ“.

დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში B ჯგუფისა და გრანდ ლიგის შეხვედრებიც გაიმართება. საკვალიფიკაციო ლიგაში კი აზოტი ხალიკ ბანკს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024