თსუ 2-მა ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ დამაჯერებლად იმარჯვა!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2022

თსუ 2-მა ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ დამაჯერებლად იმარჯვა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22  წწ. სეზონის XI ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ილიაუნი 2-ისა და თსუ 2-ის დაპირისპირება თსუ-ს სრული დომინირებით  8-0 დასრულდა.

თსუ „სტუდენტური დერბის“ პირველ ნახევარში წინ ოთხი უპასუხო გოლით გავიდა, მეორე ტაიმში კი სხვაობა სოლიდურად გაზარდა. ილიაუნიმ მატჩში პრესტიჟის გოლიც ვერ გაიტანა და პრინციპულ მეტოქესთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საბა ეგრისელაშვილმა, გეგა კოშაძემ და ალექსანდრე ქაჯაიამ დუბლი გაიფორმეს. ამ შედეგით თსუ-მ ხუთმატჩიან მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა.

ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისი დაუპირისპირდნენ. „იმერული“ დერბი კვლავ ქუთაისის სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც მოწინააღმდეგე დიდი სხვაობით 10-4 დაამარცხა და ილიაუნის წაგების შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. თამაშში ოთხი გოლით ბექა ტუღუში გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ2: "გუნდში ცვლილებებია, რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავს. დღეს ჩვენს პრინციპულ მეტოქესთან მოვახერხეთ დამაჯერებლად გამარჯვება. ვეცდებით, შემდეგ თამაშებშიც საჭირო ქულები ავიღოთ და მოვემზადოთ სათანადოდ პლეიოფისთვის. ილიაუნი ძლიერი გუნდია, ეს სატურნირო ცხრილშიც გამოიხატება. თავიდან ჩვენ უფრო მოტივირებულები გამოვედით. გუნდი ძალიან შეკრულია და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამარჯვებაში:.

დღის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტი გორს ეთამშება.



  © SBM, 2016-2024