McGill-მა წლის ბოლო შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრანდ ლიგის მატჩით დასრულდა.
McGill-ისა და არმიას დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა. მეთორმეტე წუთზე ლევან კოხრეიძემ არმია დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო ათ წამში ჯერ კახაბერ კუჭავამ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი ნიკოლოზ ჯალაღანიამ გაიყვანა McGill წინ. მეორე ტაიმში არმიამ მეტოქის კართან ბევრი ხიფათი შექმნა, მაგრამ მამუკა მჭედლიშვილმა გუნდი ყოველ ჯერზე გადაარჩინა და McGill-მა პირველი მოგება მიითვალა, ანგარიშით 2-1.
დღის სხვა შეხვედრაში ხალიკ ბანკმა საკვალფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ქარუ დაამარცხა და მანაც პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ბანკირებმა“ სამბურთიანი ჩამორჩენა ბოლო ხუთ წუთში აღმოფხვრეს და საფინალო სირენამდე ოცი წამით ადრე გამარჯვების გოლიც გაიტანეს (4-3). ხალიკის რიგებიდან დუბლი ვალერი ზანგურმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შმედგომ კომენტარს:
ვალერი ზანგური, ხალიკ ბანკი: „ახალი გუნდი ვართ. ფაქტობრივად, ახლა ვიცნობთ ერთმანეთს. საკვალიფიკაციო ლიგაშიც ამიტომ დავიწყეთ თამაში. ჩვენთვის ასეთი თამაშები ყველაფრის მომცემია. ხასიათი გამოვავლინეთ, თურმე, შეგვძლებია. ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა. ისეთი თამაში წაიყვანა მოწინააღმდეგემ, თითქმის შეუძლებელი იყო მოგება, მაგრამ ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენი გუნდი უნდა განვითარდეს და უფრო მღალი მიზნებისთვის შეგვიძლია ბრძოლა. წლის იდეალური დასასრულია“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები ზამთრის პაუზის შემდეგ 30 იანვარს განახლდება.