ბეთლაივმა კროკოსთან პირველ ტურში მარცხისთვის რევანში აიღო!

ყველა სიახლე
26 დეკემბერი 2021

ბეთლაივმა კროკოსთან პირველ ტურში მარცხისთვის რევანში აიღო!

თბილისის სპორტის სასახლეში A ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ენერგო-პროსა და არმიას სანახაობრივი მატჩი „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით 5-4 დასრულდა.

უხგოლიან დაპირისპირებაში „ძალოვნებმა“ ანგარიში ოთხჯერ გაათანაბრეს, მაგრამ ენერგო-პროს მეხუთე გოლს ვეღარ უპასუხეს. ამ მოგებით ენერგო-პრო სატურნირო ცხრილის სათავეში გადავიდა, მას არმიას მსგავსად 6 ქულა აქვს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ირაკლი დვალმა გაიფორმა. ორი ბურთი შაკო ცირამუამ გაქვითა.

B ჯგუფის შეხვედრაში ბეთლაივმა კროკობეთთან პირველ ტურში მარცხისთვის რევანში აიღო და 2-1 იმარჯვა. კროკო მესამე წუთზე გიორგი ყაზარაშვილის გოლით დაწინაურდა. ნიკა კუდავამ მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა, ნიკოლოზ შანიძის გოლით კი ბეთლაივმა მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ შანიძე, ბეთლაივი: „მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ვიცნობდით, მაინც რთული იყო მათთან თამაში. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ყოველთვის რთულია წაგებული თამაშის მოტრიალება, მაგრამ ბრძოლისუნარიანობით შევძელით ეს. ძალიან ვამაყობ ამ შედეგით და ჩვენი გუნდით. ვერ ვიტყვი, რომ რაიმეთი ვაჯობეთ მეტოქეს, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტებში გავიტანეთ საჭირო გოლები და გამოვიყენეთ მნიშვნელოვანი მომენტები“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024