დაძაბულ მატჩში RS-მა ნიკორას აჯობა!
ყველა სიახლეD ჯგუფში მეოთხე ტური ნიკორასა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ მატჩში RS-მა 2-1 იმარჯვა.
იასონ ხუნდაძემ გუნდი წინ მეცამეტე წუთზე გაიყვანა, დავით მეკოკიშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ვალიდემერ გედევანიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში გუნდმა ქულის აღება ვერ შეძლო და ნიკორა RS-თან მეორე შეხვედრაშიც ერთბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში პატრულმა NS Studio უშანსოდ 8-2 დაამარცხა. „ძალოვნების“ უპირატესობა თავიდანვე სოლიდური იყო, რაც ბოლომდე შეინარჩუნეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დავით დარჩიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ორი ბურთია რევაზ ინჯგიას სახელზე.
A ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ლიბერთი ბანკს მინიმალური სხვაობით 3-2 მოუგო. TTC ოცდამეთხუთმეტე წუთამდე ლიბერთის სამი უპასუხო გოლით ამარცხებდა, „ბანკირების“ რიგებიდან ირაკლი ბურჭულაძემ დუბლი გაიფორმა და ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
იასონ ხუნდაძე, RS: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. რომ წაგვეგო ან ფრედ დაგვესრულებინა პირველობის შანსი უკვე პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა . ბოლომდე დავიხარჯეთ და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენ ვფლობდით უპირატესობას. ნიკორა კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო გაგვიმართლა. ჩემი აზრით, ინდივიდუალურად ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და აქედან გამომდინარე ვაჯობეთ“.
გიორგი დვალი, ნიკორა: „მეტოქე კარგი გუნდია, მობილიზებულია. ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, წლებია თამაშობენ. გვქონდა მომენტები, მაგრამ გვაჯობეს. ვფიქრობ, შეგვეძლო თავისუფლად ქულა აგვეღო, მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ გვაჯობა იმით, რომ მომენტები გამოიყენა სათავისოდ“.