დიპლომატ ჯორჯია C ჯგუფის უპირობო ლიდერია!

ყველა სიახლე
26 დეკემბერი 2021

დიპლომატ ჯორჯია C ჯგუფის უპირობო ლიდერია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე C ჯგუფის შეხვედრებით გაგრძელდა. მეოთხე ტურის მატჩში დიპლომატ ჯორჯიამ ავერსს ხუთი უპასუხო გოლით მოუგო (5:0).

პირვლელ ტაიმში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობა დიპლომატმა ოცდამეჩვიდმეტე წუთზე კიდევ გაზარდა, კარი კი თამაშის ბოლომდე მშრალად შეინახა და წაუგებელი სერიით კვლავ სატურნირო ცხილის სათავეშია.

ტურის სხვა შეხვედრაში ვითიბიმ ფარვანასთან სამი ქულა აიღო. მატჩის მეოთხე წუთზე ფარვანა დაწინაურდა, მაგრამ „ბანკირებმა“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს, მეტოქეს დამატებით სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და 4-1 იმარჯვეს. ვითიბის რიგებიდან დუბლი შოთა ბათილაშვილმა გაიფორმა.

ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. მეამასა და რუსთავის აზოტის დაძაბული დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. ამ შედეგით მეამამ სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. აზოტი მას ერთი ქულით ჩამორჩება. გიორგი ხომასურიძემ რუსთავის აზოტი მეექვსე წუთზე გაიყვანა წინ. მეორე ტაიმში ალექსანდრე მამუჩაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც გოლი აღარ გასულა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები თბილისის სპორტის სასახლეში დღის ბოლომდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024