ავტოიმპორტი ქულებს კვლავ არ კარგავს!

ყველა სიახლე
26 დეკემბერი 2021

ავტოიმპორტი ქულებს კვლავ არ კარგავს!

თბილისის სპორტის  სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

B ჯგუფის მატჩში კავკასიის ავტოიმპორტი ქართუ ბანკს დაუპირისპირდა. CAI-მ „ბანკირები“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 7-1 და დანაკლისის გარეშე განაგრძობს ასპარეზობას. ავტოიმპორტი პირველივე წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდა, ტაიმის ბოლომდე ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და სოლიდური სხვაობა ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი მაჩხანელმა და ზურაბ ლუკავამ დუბლი გაიფორმეს. თითო ბურთია ნიკა ენუქიძის, ლაშა ჯოხაძისა და გიორგი სადრაძის სახელზე.

დღის სასტარტო შეხვედრაში გრანდ ლიგაში ბაქსვუდმა ელპოზოს 3-1 მოუგო და კვლავ დაუმარცხებელია. დავით ლომაიამ ბაქსვუდი მეცხრე წუთზე დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე სხვაობა ორამდე ავტო გოლით გაიზარდა. მეორე ნახევარში ელპოზომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ წონასწარობა ვეღარ აღადგინა. მალევე თენგიზ უგრეხელიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში A,B,C,D ლიგის, გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს 2021 წლის ბოლო სათამაშო დღეა.



  © SBM, 2016-2024