EU-ს დაუმარცხებელი სერია ილიაუნი 2-მა შეწყვიტა!
ყველა სიახლექუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
მეორე წრის მატჩში ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. დაძაბული სტუდენტური დერბი ილიაუნის სასარგებლოთ 7-1 დასრულდა. შეხვედრის მეორე წუთზე ანგარიში გიორგი ქუხულმა გახსნა და EU დააწინაურა. წონასწორობა მალევე აღდგა და ოცდამეხუთე წუთისთვის ილია მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, ხუთით შეტევაზე გადმოსულ მეტოქეს კი ბოლო წუთებში კიდევ სამი გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილის ლიდერთან სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მარცხი ევროპის უნივერსიტეტისთვის მიმდინარე სეზონში პირველია.
ილიაუნი 2 ამ ეტაპზე ცხრილში პირველ ადგილზეა და თუ ქუთაისი თსუ2-თან ვერ მოიგებს ამ ადგილს შეინარჩუნებს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
კახაბერ გოგოხია, EU: „არასდროს მითქვამს მსგავსი რამ, მაგრამ დღეს პირველი ტაიმი მსაჯებთან წავაგეთ, რაც გარდამტეხი იყო. მეორე ტაიმში ილიაუნიმ იბრძოლა, კარგი ბიჭები არიან და დადეს შედეგი, მეორე ნახევარში გვაჯობეს. გვქონდა მომენტები, როცა ვიგებდით მაშინაც გვქონდა, რაც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გარდამტეხი იყო პირველი ტაიმი“.
ნიკა ნოზაძე, ილიაუნი2: „პირველ რიგში, ანგარიშზე გავამახვილებ ყურადღებას, ნამდვილად არ იყო ეს ის ანგარიში რასაც ველოდით. ევროპის უნივერსიტეტი, ჩემი აზრით, ტურნირის ფავორიტია. ცხრილშიც პირველ ადგილზე იყვნენ. ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ამ გუნდთან განსაკუთრებული მონდომებით გამოვედით. საბლოო ჯამში დაგვიფასდა ეს ყველაფერი. იყო რამდენიმე დაძაბული მომენტი. რაღაცებში გაგვიმართლა. პირველი გოლის შემდეგ ძალიან დავიბენით, მაგრამ მოვბილიზდით. 3-1 უკვე ისეთი ანგარიშია, რომ მეორე ტაიმში დამშვიდებულები გამოვედით და დაძაბულებიც არ ვიყავით“.
მერვე ტურის გახსნით მატჩში გორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დამაჯერებლად იმარჯვა, ანგარიშით 6-1 და წარმატებულ სერიას აგრძელებს.
დღის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისი თსუ2-ს უმასპინძლებს.