23 აპრილს, კორპორატიული ლიგის 1/4 ფინალები გაიმართება

ყველა სიახლე
21 აპრილი 2017

23 აპრილს, კორპორატიული ლიგის 1/4 ფინალები გაიმართება

23 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრებს, ამჯერად კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

სათამაშო დღე, 11:00 სთ-ზე, ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირებით აიღებს სტარტს - შემოსავლების სამსახური, ლიბერთი ბანკთან გამართავს პლეი-ოფის პირველ შეხვედრას. რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს ბანკი, მინას დაუპირისპირდება. საინტერესო საპლეიოფო სერიაა მოსალოდნელი ევროპაბეთსა და ავერსს შორის. კიდევ ერთი ფავორიტი, ბაქსვუდი 1/4 ფინალურ „დუელს“, ბანკი რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართავს.

23.04.2017. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (1)

11:00 RS - ლიბერთი ბანკი

13:00 საქართველოს ბანკი - მინა

14:00 ევროპაბეთი - ავერსი

15:00 ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა

პლეიო-ოფის პირველ შეხვედრებს გამართავენ ოქროს ლიგის გუნდებიც. 17:00 სთ-ზე საქართველოს ფოსტა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ მეტოქე 1/4 ფინალში არმია იქნება. 20:00 სთ-ზე დაიწყება ნატახტარისა და სფფ 2-ის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება. რაც შეეხება კიდევ ერთ 1/4 ფინალს, რეგულარული სეზონის გამარჯვებული პატრული და ვითიბი ბანკი თავიანთ შეხვედრას მოგვიანებით გამართავენ.

23.04.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (1)

17:00 საქ. ფოსტა - TTC

18:00 GWP - არმია

20:00 ნატახტარი - სფფ 2

მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს.

 

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს  I ტურის ორ-ორი შეხვედრა.

23.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური

12:00 ჰერმესი - ელიტა ბურჯი

19:00 მტკვარი ენერჯი - სდსს

 

23.04.2017. სუპერლიგა C. I ტური

16:00 აჭარა ჯგუფი - Unicredit.ge

21:00 Menu.ge - ეთა

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024