ბაქსვუდმა McGill მინიმალური სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2021

ბაქსვუდმა McGill მინიმალური სხვაობით დაამარცხა!

თბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები გრანდ ლიგის მატჩით დასრულდა. ბაქსვუდმა McGill-ს დაძაბულ ბრძოლაში 3-2 მოუგო და ამ ეტაპისთვის უდანაკარგოა.

შეხვედრაში მეცხრე წუთზე „იურისტები“ დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, განსხვავებით ბაქსვუდისგან, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ორი ბურთითაც დაწინაურდა. McGill-მა თამაშის დასრულებამდე მხოლოდ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო. ბაქსვუდის რიგებიდან დუბლი აკაკი ქუხილავამ გაიფრომა.

დღის სხვა შეხვედრაში საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის მატჩში რუსთავის აზოტმა ქარუს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და დამაჯერებელი ანგარიშით 5-0 იმარჯვა. აზოტი თავდაპირველად ავტოგოლით დაწინაურდა, შემდეგ თითო გოლი გიორგი ახლედიანმა, ლევან ჭიტაძემ, გიორგი ბერიძემ და უშანგი ხომასურიძემ მიითვალეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი წიკლაური, McGill: „კარგად ორგანიზებული მეტოქე გვყავდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ჩვენ ცოტა დავაკელით ფიზიკურ მომზადებაში, რაშიც რეალურად ალბათ გვაჯობეს, თუმცა ყველაფერი წინ არის. იმედი გვაქვს რომ თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ და წარმატებაც მოვა“.

აკაკი ქუხილავა, ბაქსვუდი: „ბრძოლა იყო და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩვენ ფიზიკურ მომზადებაში გვქონდა უპირატესობა და ამაში ვაჯობეთ, სხვა მხრივ, თანაბარი თამაში იყო. მოწინააღმდეგეს და ტურნირის სხვა მონაწილეებსაც წარმატებებს ვუსურვებ“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშები 2021 წლისთვის 26 დეკემბერს მეოთხე ტურის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024