ნიკორასა და პატრულის დაძაბული ბრძოლა ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები D ჯგუფით გაგრძელდა. პატრულისა და ნიკორას დაძაბული ბრძოლა ფრედ 1-1 დასრულდა.
„ძალოვნები“ პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ჭანტურიამ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე შოთა უშარაულმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში სახიფათო მომენტების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. პატრულმა ამ შედეგით პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ ცხრილის ლიდერის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს.
C ჯგუფის მატჩში დიპლომატ ჯორჯიამ ფარვანასთან კომფორტული უპირატესობით 4-1 იმარჯვა.
დიპლომატი მეტოქეს პირველი ტაიმის შემდეგ ორი უპასუხო გოლით ამარცხებდა. სხვაობა ოცდამეთორმეტე წუთისთვის ოთხამდე გაიზარდა. ფარვანამ თამაშის დასრულებამდე მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. თორნიკე მახარაშვილი დიპლომატ ჯორჯიას გამარჯვებაში ჰეთ თრიკით დაეხმარა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ჭანტურია, პატრული: „შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მცირე უპირატესობას ვფლობდით. მეტოქემ კონტრშეტევებზე ააგო თამაში, შესაბამისად, ჩვენც შემდეგ გაგვეპარა შეცდომა და ფრედ დასრულდა მატჩი. ვულოცავ ქულას ნიკორას, წინ კიდევ ბევრი მატჩია და ალბათ უფრო ინტენსივობას უნდა მოვუმატოთ, რათა შედეგი სასურველი იყოს“.
ვლადიმერ გედევანიძე, ნიკორა: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე წელსაც საკმაოდ ძლიერი გუნდები გამოდიან, როგორც შარშან. ჩვენ მეორე სეზონია, რაც ვასპარეზობთ ამ ტურნირზე. შარშან დებიუტანტები ვიყავით, ბრინჯაოს ლიგა მოვიგეთ და გამოცდილება მივიღეთ. პატრული დიდი ხანია თამაშობს და შესაბამისად, ასეთ კონკურენციას ველოდებოდით. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. გვქონდა ჩვენც მომენტები, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ფრე კარგი შედეგია და შემდეგისთვის თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ“.