ავერსმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2021

ავერსმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა!

თბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მესამე სათამაშო დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

C ჯგუფის მესამე ტურის დაპირისპირება ვითიბისა და ავერსს შორის მშრალი ანგარიშით 0-0 დასრულდა. „ფარმაცევტებმა“ ამ შედეგით ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვეს და წარუმატებელი სერია შეწყვიტეს.

დღის სასტარტო მატჩში არმიამ გრანდ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. „ძალოვნები“ ელპოზოს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მინიმალური უპირატესობით 2-1 დაამარცხეს. ელპოზო მეცხრე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის დასრულებამდე არმიამ ნადიმ კახიძის გოლით წონასაწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში იმედა თავშავიძემ დააფიქსირა და არმიაელებმა სამი ქულა მიითვალეს.

დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში ერთმანეთს A, B, C, D ჯგუფის, გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024