გორელების მნიშვნელოვანი სამი ქულა!

ყველა სიახლე
29 ნოემბერი 2021

გორელების მნიშვნელოვანი სამი ქულა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეხუთე ტური გორისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით დასრულდა. გორმა შეხვედრაში ფავორიტის დამარცხება მინიმალური უპირატესობით 4-3 შეძლო.

შეხვედრის პირველი ნახევარი გორელების სასარგებლოდ 2-1 წარიმართა. მერვე წუთზე თსუ-ს გატანილ გოლს მეტოქემ მალევე უპასუხა, ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. „სტუდენტებმა“ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ბოლო წუთებში შეძლეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან თითო ბურთია დავით ადუაშვილის, დავით ტლაშაძის, ომარ ცაგარეიშვილისა და გიორგი ანიაშვილის ანგარიშზე. ამ მოგებით გორმა თსუ 2-ს სატურნირო ცხრილში ორი ქულით გადაუსწრო და მეხუთე პოზიციას იკავებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ტალაშაძე, გორი: „ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. განვლილ ორ შეხვედრაში ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ და დღეს მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. ბოლო პერიოდში ჩავარდნით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ფავორტი მეტოქე იყო, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით და მობილიზებით მაინც მივიყვანეთ თამაში გამარჯვებამდე“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტური 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024