ლიდერების დაძაბული ბრძოლა ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
29 ნოემბერი 2021

ლიდერების დაძაბული ბრძოლა ფრედ დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები, უდანაკარგო ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისის „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

გიორგი ქურხულმა EU მატჩის მესამე წუთზე დააწინაურა. ქუთაისელთა რიგებიდან წონასწორობა ირაკლი გვეტაძემ აღადგინა, პირველი ტაიმის დასრულებამდე კი ვახო ესაიაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კახაბერ გოგოხიამ ოცდამეექვსე წუთზე დააფიქსირა.

ამ შედეგით ევროპის უნივერსიტეტმა პირველი ქულები დაკარგა, თუმცა დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს. სატურნირო ცხრილს კვლავ ორი ლიდერი ჰყავს, EU-სა და ქუთაისს 10-10 ქულა აქვთ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ სანიკიძე, EU: „როგორც ვვარაუდობდით, მძიმე თამაში გამოდგა. ვცდილობდით, მომვმზადებულიყავით. ორი ლიდერი გამოგვაკლდა გუნდში. პაუზაც გვქონდა და ეს ყველაფერი დაეტყო ჩვენს თამაშს. რაც მთავარია, ბრძოლა იყო. მოწინააღმდეგე გუნდსაც ჰქონდა მომენტები. შეეძლოთ უპირატესობა მოეპოვებინათ. არ დავზოგეთ ძალები და შევეცადეთ ეს ანგარიში შეგვენარჩუნებინა. დაგეგმილი სამი ქულა არ გვქონდა. კმაყოფილი ვართ შედეგით“.

ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი: „ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდმა კარგად ვიასპარეზეთ. მართალია, შედარებით ცოტა მეტი მომენტი ჩვენ გვქონდა, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. ჩვენი დიდი პრობლემა რაც იყო, გვაკლდა ფეხბურთელები და მგზავრობამაც იმოქმედა დაღლილობაზე, აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვერ გამოვამჟღვანეთ შესაძლებლობები. მოწინააღმდეგის მეკარემ ძალიან დამაჯერებლად და კარგად ითამაშა, შესაბამისად, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“.

ტურის სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 8-3 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.  

მეხუთე ტური გორისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით დასრულდება. 



  © SBM, 2016-2024