ბაქსვუდმა გრანდ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა!
ყველა სიახლეთბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გრანდ ლიგის შეხვედრით დასრულდა. ბაქსვუდმა არმია 3-1 დაამარცხა და სეზონის პირველივე შეხვედრა მოიგო.
პირველი ტაიმი ბაქსვუდის მინმალური უპირატესობით წარიმართა. მეორე ნახევარში სხვაობა მალევე ორამდე გაიზარდა. „ძალოვნებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ მიიღეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
დღის სხვა მატჩში ბეთლაივმა ქართუსთან კომფორტული უპირატესობით 4-1 იმარჯვა. „ბუკმეიკერებმა“ ოცდამეჩვიდმეტე წუთამდე კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, მაგრამ თამაშის მიწურულს ქართუმ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ნიკოლოზ ცხომელიძემ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა SBM-ს იმისთვის, რომ მეთოთხმეტე წელია ამ ტურნირს აორგანიზებს. განსაკუთრებული მადლობა გრანდ ლიგისთვის, რომელიც მხცოვანი მოთამაშეებისთვის არის განკუთვნილი. პირველი ტური იყო. ჩვენს ტრადიციულ მეტოქეს, არმიას ვეთამაშეთ. როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან საინტერესო თამაში იყო. გვიხარია, რომ გამარჯვებით დავიწყეთ და გვინდა, რომ ასეც გავაგრძელოთ. წელს ვეცდებით, ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“.
იმედა თავშავიძე, არმია: „ნამდვილად დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ასე ვთქვათ, ვეტერანებს, ყოფილ მოთამაშეებს, 35 წლის ზევით შანსი მოგვეცა ვითამაშოთ. რაც შეეხება დრევანდელ თამაშს, უკეთესი იყო ბაქსვუდი. ჩვენ ახალი შეკრებილი გუნდი ვართ სხვადასხვა ასაკობრივებიდან და შეთამაშება გვაკლია. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქულაც ვერ ავიღეთ და კიდევ ჩემი აცილება, გამოუყენებელი მომენტი. წინ არის კიდევ შეხვედრები და უკეთესად შევთამაშდებით“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 12 დეკემბერს გაიმართება.