"სტუდენტების" დაძაბული დაპირისპირება ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტური დაძაბული და სანახაობრივი სტუდენტური დერბით გაგრძელდა. თსუ2-მა ილიაუნი 2-თან პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულა შეინარჩუნა.
ნიკოლოზ ბოლქვაძემ ილიაუნი მატჩის მერვე წუთზე დააწინაურა. მალევე, გიორგი ბოლქვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში თსუ უპირტესობით შეტევაზე გადავიდა, რამაც შედეგი გამოიღო, ალექსი ტკაჩოვისა და შალვა ცხადაძის გოლებით შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
შალვა ცხადაძე, თსუ2: „მგზავრობამ თავსი როლი ითამაშა. სანამ თამაშში ჩავერთეთ ორი გოლი მივიღეთ. ყველა მითითება მაქსიმალურად ავითვისეთ, რაც ჩვენმა მწვრთნელმა მოგვცა შესვენებაზე. რადიკალურად სხვა გუნდი გამოვედით, სხვა შემართებით, რაც თამაშზეც აისახა. ორი გოლი გავიტანეთ და ბევრად მეტიც შეგვეძლო, ერთი-ერთზეც გავედით რამდენჯერმე. მინდა გუნდში ყველას მადლობა გადავუხადო. მეორე ტაიმში ჩვენი ძალა ვაჩვენეთ.მიუხედავად იმისა, რომ ილია გასული წლის ჩემპიონია, ბევრი დამწყები მოთამაშე ჰყავს და რაღაც მომენტში, გამოცდილებითაც ვჯობნით, რაც მეორე ტაიმზეც აისახა, რადგან 2-0-ის შემდეგ ბევრი გუნდი ასე არ დაბრუნდებოდა. დღეს ცოტა მეტმა ბრძოლამ და მონდომებამ ქულა შევგინარჩუნა. თსუ წელს ჩემპიონობისთვის გაიბრძოლებს“.
ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი2: „ორივე გუნდი ბოლომდე დავიხარჯეთ. უკანა ხაზში გვქონდა დანაკლისი, კაპიტანი არ გვყავდა, მაგრამ არაუშავს. თსუ შემდგარი გუნდია, დავით ბობოხიძე, უკნიდან კარგად ალაგებდა თამშს. კოვიდის გამო მწვრთნელიც გვაკლია დიდი ხანია და ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ. ხუთით როცა შემოგვიტიეს, ისე ვერ ვიდექით, როგორც საჭიროა. წელსაც ბოლომდე დავიხარჯებით საუკეთესო შედეგისთვის“.
მეოთხე ტური ქუთაისური დერბით დასრულდება, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისს ეთამაშება.