ილიაუნი 2-ის ზედიზედ მეორე მოგება!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2021

ილიაუნი 2-ის ზედიზედ მეორე მოგება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის III ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გახსნით მატჩში ილიაუნი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს დაძაბულ ბრძოლაში 3-2 სძლია.

„სტუდენტურ დერბიში“ ილიაუნიმ პირველი ტაიმის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა სამამდე გაზარდა. მესამე გოლის მიღებიდან რამდენიმე წამში UG-მ ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის საბოლოო ანაგრიში ოცდამეხუთე წუთზე ავტოგოლით დაფიქსირდა (3-2).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ჯალაღონია, UG: "წინა თამაშშიც აღვნიშნეთ, ახალი გუნდი ვართ. შარშანდელისგან განსხვავებით სხვანაირი ტაქტიკა გვაქვს არჩეული და შეუთამაშებლები ვართ ჯერ, ილიასგან განსხვავებით, რომლებიც დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ამ გუნდურობით მოგვიგეს, თორემ ბოლო წუთამდე თანაბარი თამაში იყო, ვერ იტყოდი, რომელი ჯობდა".

ნიკა ნოზაძე, ილიაუნი2: "მიუხედავად იმისა, რომ სამი ბურთით ვიყავით წინ, ბოლო წუთამდე ვიცოდი, ჯერ არაფერი იყო დასრულებული და 3-2 გახდა ანგარიში. მიხარია, რომ ამ ძალიან რთულ თამაშში სამი ქულა ავიღეთ. UG ერთ-ერთი კონკურენტია და უმნიშვნელოვანესი მოგება იყო. ჯერ ბოლომდე არ ვართ დაკომპლექტებულები და სამ თამაშში 6 ქულა სასიხარულოა. პირველმა გოლმა დაგვაბნია, რადგან მესამე გოლის გატანის შემდეგ, მალევე მივიღეთ ჩვენს კარშიც, რაც ფსიქოლოგიურად რთულია ამ სპორტში. მიუხედავად UG-ის ბევრი მომენტისა, საბოლოო ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდა".

მესამე ტურის სხვა მატჩებში გორი ქუთაისის "ქუთაისს" ხვდება, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კი ევროპის უნივერსიტეტს გაეჯიბრება. 



  © SBM, 2016-2024