ილიაუნი 2-მა ქუთაისთან სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2021

ილიაუნი 2-მა ქუთაისთან სამი ქულა აიღო!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/21 წწ. სეზონის მეორე ტური ილიაუნი 2-ისა და „ქუთაისის“ დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

თამაშის პირველი ნახევარი 4-2 წარიმართა. „სტუდენტებმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს და ბოლო წუთზე ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს. უხვგოლიანი მატჩი საბოლოოდ 9-5 ილიაუნის სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი გოლი ნიკოლოზ ბოლქვაძეს სახელზეა, ლაშა კურტანიძემ კი დუბლი და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „თავიდან რთულად დავიწყეთ, ისე არ წავიდა თამაში, როგორც ჩვენ გვინდოდა. შემდეგ შევძელით დალაგება და წავიყვანეთ თამაში. ვფიქრობ, იმ ტაქტიკური გათვლებით მოვიგეთ, რაც გვქონდა. გუნდურები ვიყავით და საერთო მიზნისთვის ვიბრძოდით. ეს სამი ქულა აუცილებლად გვჭირდებოდა. ქუთაისი კარგი გუნდია, ჩემი აზრით, ოთხეულში შევლენ“.

ტურის სხვა შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი გორს ეთამაშება, საქართველოს უნივერსიტეტი კი თსუ 2-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024