#14SBMLeague განახლებული ფორმატით 7 ნოემბერს იწყება!

ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2021

#14SBMLeague განახლებული ფორმატით 7 ნოემბერს იწყება!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტე სეზონი სტარტს 7 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში აიღებს. 2021/22 წწ. სეზონი განახლებული ფორმატით წარიმართება.

ჩემპიონატში მთავარი სიახლე Grand ლიგაა, სადაც 35 და 35 წელზე უფროსი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ითამაშებენ. პირველ სეზონში, ლიგაში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ე.წ. „ძირითად ტურნირში“ 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეიტინგის მიხედვით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. ორ რაუნდიანი წრიული ეტაპის შემდეგ, გუნდები ჯგუფებში დაკავებული ადგილების შესაბამისად, ოთხი სხვადსახვა ლიგის პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას - პირველ ადგილოსნები სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მეორე ადგილზე გასული გუნდები ოქროს ლიგის საუკეთესოს ტიტულის დაუფლებას შეეცდებიან, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები, შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის პირველობას შეეცილებიან ერთმანეთს.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიმართება საკვალიფიკაციო ლიგის გათამაშება, სადაც დებიუტანტი ოთხი გუნდი იასპარეზებს.

ორ რაუნდიანი წრიული ეტაპის შემდეგ გუნდები 1/2 ფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დაპირისპირებას გამართავენ, ხოლო ჩემპიონების ბედს ერთი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რიგით მეთოთხმეტე სეზონის წილისყრა დისტანციური ფორმატით გაიმართა, სადაც გუნდებს პირობითი ნომრები მიენიჭათ და სატურნირო ცხრილში განლაგდნენ. წილისყრის შედეგად პირველი ტურის წყვილები ასე გამოიყურება:

Grand ლიგა: ბაქსვუდი ელპოსო, არმია - McGill

A ჯგუფი: არმია - ენერგო პრო, TTC - ლიბერთი ბანკი

B ჯგუფი: კროკობეთი - ბეთლაივი, CAI - ბანკი ქართუ

C ჯგუფი: ვითიბი - ფარვანა, დიპლომატ ჯორჯია - ავერსი

D ჯგუფი: პატრული - NS Studio, RS - ნიკორა

საკვალიფიკაციო ლიგა: ჰალიკ ბანკი - Caru, აზოტი - მეამა.

 

ტრადიციულად, გაიმართება თასის გათამაშება, რომელიც წელს FRIENDS CUP (მეგობრობის თასის) სახელწოდებით ჩატარდება. თასზე Grand ლიგის და საკვალიფიკაციო ლიგის 8 გუნდთან ერთად, სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები ითამაშებენ.



  © SBM, 2016-2024