EU-მ სტუდენტურ დერბიში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2021

EU-მ სტუდენტურ დერბიში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!

ევროპის უნივერსიტეტმა ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩში მოქმედი ჩემპიონი ილიაუნი 2 დაამარაცხა, ანგარიშით 6-3.

სანახაობრივი „სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დასრულდა. ილიაუნი ორჯერ ლიდერობდა, მაგრამ გიორგი ქურხულმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა. EU-მ ოცდამეათე წუთიდან წინ გასვლა შეძლო და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი კახაბერ გოგოხიამაც გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ქურხული, EU: „კარგი თამაში გამოვიდა. ბევრი ბრძოლა იყო. ილიას ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავს, ჩვენ უფრო გამოცდილები დავიმატეთ და ამის ხარჯზე ვაჯობეთ. მოტივირებულები ვიყავით ამ კონკრეტულ თამაშზე და გვინდოდა სეზონი გამარჯვებით დაგვეწყო. მინდა, ყველას მივულოცო ჩემპიონატის დაწყება. პირველი თამაში ყოველთვის რთულია. მეორე ტაიმში უფრო გავიხსენით, მომენტები შევქმენით და მეტი გოლიც გავიტანეთ“.

დავით თაბაგარი, ილიაუნი2: „წინა წლის ჩემპიონები ვართ. ვეცადეთ, პირველი თამაშისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. სრულიად ახალი გუნდი ვართ და ფუტსალი არ არის ის სპორტი, მარტივად აუღონ ალღო ახლებმა. ვულოცავ ევროპის უნივერსიტეტს. შარშან ნახევარფინალში დავამარცხეთ ეს გუნდი, მაგრამ ახლა ბევრად გაძლიერდა. რამდენიმე მომენტში სწორედ უმაღლესიდან დამატებულმა მოთამაშეებმა გამოიჩინეს თავი. პირველი ტაიმი შედარებით კარგად ვითამაშეთ. ორჯერ ვიგებდით, თუმცა შემდეგ დავკარგეთ თამაში და ის შეცდომები დავუშვით, რაც ახალბედებს ახასიათებთ. წინ მთელი სეზონია და აუცილებლად გამოვაჩენთ ჩვენს შესაძლებლობებს“.

პირველი ტური თსუ 2-ისა და ქუთაისის „ქუთაისის“ მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024