ნიკორა ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
31 ივლისი 2021

ნიკორა ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია!

ნიკორამ ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტული მიქსორთან ბრძოლაში მოიპოვა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ფინალური შეხვედრა გაიმართა. ბრინჯაოს ლიგის დასკვნით მატჩში ნიკორამ მიქსორთან 5-3 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მიქსორის სამბურთიანი უპირატესობით წარიმართა. ვასკა კენჩხაძემ გუნდისთვის ორი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ნიკორამ ექვსწუთიან ინტერვალში მატჩის მოტრიალება და წინ გასვლა შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი დვალმა გაიფორმა. პირველი ბურთი ნიკა ჯოლოხავამ გაქვითა. ნიკორა შოთა უშარაულის ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში კი ირაკლი დევიძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „თავიდან ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვინდოდა. პირველ ტაიმში დავუშვით შეცდომები, რის შედეგადაც სამი გოლი გავუშვით. საბოლოო ჯამში ამან არ გაგვტეხა. მეორე ტაიმში უფრო მონდომებულები გამოვედით, მეტი მომენტი გამოვიყენეთ, რაც შედეგზე აისახა. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით ხარისხს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამ მოგებით ყველა მოთამაშეს გაწეული შრომა დაუფასდა.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ასევე გამოვლინდება ვერცხლის ლიგის ჩემპიონიც.



  © SBM, 2016-2024