ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ლიგის ყველა ფინალისტი ცნობილია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე CAI CUP-ის ¼ ფინალური დაპირისპირებით დასრულდა, სადაც საქართველოს ბანკი NS Studio-ს შეხვდა.
„ბანკირებმა“ უპირატესობა პირველივე წამებზე მოიპოვეს და ტაიმის დასრულებამდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს. საბოლოოდ საქართველოს ბანკმა მეტოქე კომფორტული ანგარიშით 6-1 დაამარცხა და კავკასიის ავტო იმპორტის თასის გათამაშების ½ ფინალში ICR-ს გაეჯიბრება.
ბრინჯაოს ლიგის დარჩენილ ½ ფინალში მიქსორმა ბაქსვუდთან მეორე შეხვედრაც მოიგო, ანგარიშით 6-1 და ფინალში ნიკორას დაუპირისპირდება. მიქსორი მატჩის მეორე წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა, ბაქსვუდმა კი დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და ჩემპიონატს გამოეთიშა. შეხვედრაში დუბლი ვასკა კენჩხაძემ გაიფრომა.
ვერცხლის ლიგაში პატრულისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდის განმეორებითი დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. მეორე ტაიმის სტარტზე TTC კოტე ოდიკაძის გოლით დაწინაურდა. მატჩი დამატებით დროში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა „ძალოვნებმა“ ოცდამეთექვსმეტე წუთზე წონასწორობა დავით დარჩიას გოლით აღადგინეს. თამაშის დასრულებამდე ცამეტი წამით ადრე რევაზ ინგჯიამ სხვაობა გაზარდა და პატრულმა საბოლოოდ 2-1 იმარჯვა. მათი მეტოქე ფინალურ ეტაპზე ქართუ ბანკი იქნება.
ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოქროს ლიგის ფინალი 25 ივლისს ჩატარდება, სადაც კროკობეთი CAI-ს დაუპირისპირდება.