პატრულმა დაძაბულ ბრძოლაში TTC-ს სძლია!

ყველა სიახლე
04 ივლისი 2021

პატრულმა დაძაბულ ბრძოლაში TTC-ს სძლია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის პლეი ოფის მორიგი შეხვედრები ვერცხლის ლიგის ½ ფინალური მატჩით დასრულდა.

საპატრულო პოლიციისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების მძიმე და სანახაობრივი ბრძოლა „ძალოვნების“ სასარგებლოდ 4-2 წარიმართა. პირველი ტაიმი TTC-მ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში პატრულის შეტევები უფრო ინტენსიური გახდა და ოცდამეცხრე წუთიდან საფინალო სირენამდე მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა.

დღის სხვა შეხვედრაში ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგის ფინალური საგზურისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. ნიკორამ მეიჯერელი დამაჯერებელი ანგარიშით 7-1 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. ნიკორა პირველივე წუთზე დაწინაურდა, ტაიმის დასრულებამდე კი გუნდმა უპირატესობა სამამდე გაზარდა. მეორე ნახევარში შოთა უშარაულმა აქტივში მესამე გოლიც მიითვალა და ჰეთრიკი გაიფორმა. ორ-ორი ბურთია ირაკლი დევიძისა და ვლადიმერ გედევანიძის ანგარიშზე.

ბრინჯაოს ლიგის მეორე წყვილში მიქსორმა ბაქსვუდთან მინიმალური სხვაობით 1-0 იმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე მიქსორი წინ ვასკა კენჩხაძემ გაიყვანა. დარჩენილ დროში ბაქსვუდმა წონასწორობის აღდგენა ვერ მოასწრო და განმეორებით შეხვედრაში ფინალში გასასვლელად მიქსორს ფრეც ჰყოფნის.  

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის განმეორებითი ½ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 ივლისს გაიმართება, სადაც ფინალისტები გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024