EU-მ პენალტებში მოიგო და III ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
03 ივლისი 2021

EU-მ პენალტებში მოიგო და III ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონში ფინალური სერია დაიწყო. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ევროპის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მესამე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებას უმასპინძლა.

დაძაბული მატჩის ძირითადი დრო 3-3, დამატებითი კი 1-1 დასრულდა (4-4). საბოლოოდ, წყვილში გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც EU-მ 5-3 იმარჯვა.

ბათუმის აკადემიას მეთორმეტე წუთისთვის სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ტაიმის დასრულებამდე EU-მ ორი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმში კი ანგარიში გაათანაბრა. „მეზღვაურები“ დამატებით დროში დაწინაურდნენ, მაგრამ ევროპის უნივერსიტეტმა ბოლო წუთზე წონასწორობა კვლავ აღადგინა და გამარჯვებული საფეხბურთო ლატარეაში გამოვლინდა. შეხვედრაში სამი ბურთით ბათუმელთა მოთამაშე ნიკა მოისწრაფეშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთვაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი სვანიძე, EU: ძალიან კარგი თამაში იყო. მით უმეტეს, ბათუმის აკადემია ძალიან კარგი გუნდია, დარბიან და ტექნიკურები არიან. ჩამორჩენა არ იყო მარტივი ამოსაქაჩი. ბრძოლა დაგვიფასდა. ვეცდებით, დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. იმედია, მეორე მატჩსაც მოვიგებთ და მესამე ადგილს დავიკავებთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა, მაგრამ გვაქვს შანსი, გამოვასწოროთ და ჩვენთვის საურველი შედეგით დავასრულოთ“.

ხვიჩა თურმანიძე, ბსსა: „ვიცოდით, რომ მარტივი შეხვედრა არ იქნებოდა. მზად ვიყავით ბრძოლისთვის. პირველივე წუთებიდან დავიწყეთ თამაში და უპირატესობა სამამდე ავიყვანეთ, მაგრამ ვერ გამოყენებულმა მომენტებმა ფსიქოლოგიური გავლენაც იქონია. შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით და შეცდომებს გამოვასწორებთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ილიაუნი 2 და არმია იწყებენ. შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.



  © SBM, 2016-2024