ოქროს ლიგაში არმიას მომდევნო მეტოქე კროკობეთი იქნება!

ყველა სიახლე
27 ივნისი 2021

ოქროს ლიგაში არმიას მომდევნო მეტოქე კროკობეთი იქნება!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფები ოქროს ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრით გაგრძელდა. კროკობეთმა ფარვანასთან ამჯერად მცირე უპირატესობით 2-0 იმარჯვა და ასპარეზობას მომდევნო ეტაპზე განაგრძობს, სადაც თავდაცვის სამინისტროს გუნდს, არმიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გოლები გიორგი კუხალაშვილმა და გიორგი ყაზარაშვილმა გაიტანეს.

ოქროს ლიგის სხვა შეხვედრაში კავკასიის ავტო იმპორტმა აჭარაბეთთან პირველ თამაშში 3-1 იმარჯვა. გიორგი მაჩხანელმა გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის ნახევარწუთიან ინტერვალში კი ნიკა ენუქიძემ და ზურაბ ლუკავამ სხვაობა სამადე გაზარდეს. ერთი ბურთი საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე შოთა ცუცქირიძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ენუქიძე, ავტო იმპორტი: „ველოდებოდით ასეთ რთულ შეხვედრას. აჭარაბეთს ძალიან კარგი ბიჭები ჰყავს. ბოლომდე იბრძვიან. პლეი ოფები, ზოგადად, ასეთი კარგი და სანახაობრივი იქნება. ჩვენ ასი პროცენტით მზად ვართ ჩემპიონობისთვის. დღეს მეტოქეს გუნდური თამაშით ვაჯობეთ და ინდივიდუალურ დონეზეც უკეთესები ვიყავით“.

დღის ბოლომდე ოქროს ლიგაში კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გამოვლინდება. შემოსავლების სამსახური განმეორებით მატჩს ICR-თან გამართვას, მათი პირველი თამაში RS-ის სასარგებლოდ 0-3 დასრულდა.



  © SBM, 2016-2024