ბეთლაივმა ავერსს პენალტებში მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა!

ყველა სიახლე
27 ივნისი 2021

ბეთლაივმა ავერსს პენალტებში მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა!

თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე სეზონის პლეი ოფის მორიგ შეხვედრებს მასპინძლობს.

ვერცხლის ლიგაში ავერსმა ბეთლაივს მეოთხედფინალის მეორე დაპირისპირებაში 4-1 მოუგო. „ფარმაცევტების“ რიგებიდან დუბლი ანზონ ნადირაძემ გაიფორმა. პირველ მატჩში მარცხის გამო, სერიაში ანგარიში 1-1 გახდა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის გამოსავლენად ორი ხუთწუთიანი  ტაიმი დაინიშნა. დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბეთლაივმა 2-0 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

დღის სასტარტო მატჩში ოქროს ლიგის პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. არმიამ ლიბერთი ბანკი მეორე შეხვედრაშიც 3-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. „ბანკირები“ კი ასპარეზობას კავკასიის ავტო იმპორტის სახელობის თასზე განაგრძობენ, ისევე როგორც ავერსი და სხვა გუნდები, რომლებიც პლეი ოფს მეოთხედფინალებიდან გამოეთიშებიან. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი დავით კოხრეიძემ გაიფრომა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. თავიდანვე ჩვენი შეცდომების გამო გავუშვით გოლები და გაგვიჭირდა თამაშში დაბრუნება. მთელი ყურადღება დამატებით დროზე გადავიტანეთ. დამატებითი დრო ფრედ დამთავრდა. შემდეგ მობილიზება პენალტებზე გავაკეთეთ, სადაც ცოტა ფორტუნამაც გაგვიმართლა. ორივე გუნდი ვიმსახურებდით დღეს მომდევნო ეტაპზე გასვლას, მაგრამ დღეს უფრო ჩვენ გაგვიმართლა და ნახევარფინალში გავედით“.

კობა სებუა, ავერსი: „სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეთია. როცა ბევრ მომენტს ვერ გამოიყენებ, გაგიტანენ და ჩვენც დავმარცდით. შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, მომენტებსაც ვქმნიდით, მაგრამ იღბალმა ზურგი შეგვაქცია. ლატარეამ გადაწყვიტა ყველაფერი, მაგრამ არაუშავს. მოვემზადებით, წინ თასია“.



  © SBM, 2016-2024