საქართველო - ჰოლანდია 1:1

ყველა სიახლე
09 აპრილი 2017

საქართველო - ჰოლანდია 1:1

8 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის პირველი შეხვედრა ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ გახსნა. მეტოქემ წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება შეხვედრის მეორე ნახევარში მოახერხა, 27-ე წუთზე ზვიად კუპატაძის კარი ელ ღანუტიმ აიღო.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეინ რაუნდის მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი კვლავ თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში“ გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო 1:1 ჰოლანდია

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, კაკაბაძე, ნიშნიაძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე, კურტანიძე

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ჰოლანდია: როზენბეკი, ელ ღანუტი, მაკრაუ, ბუზამბუ, ელ მორაბიტი

სათადარიგო შემადგენლბა: კუიკი, საადუნი, მოსავი, იუსტე, ველსებოერი, ატაიბი, ბუიუზანი, ჯორდანი, ალუხი

მთ. მწვრთნელი: მაქსიმილიან ტიადენი

მსაჯები: ოლეგ ივანოვი, ნორბერტ სზილაგი, ოზან სოიკანი

გაფრთხილება: ბუზამბუ (06:35), მოსავი (36:45), კაკაბაძე (39:58)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (05:40), 1:1 ელ ღანუტი (26:54)

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბელარუსს დაუპირისპირდა, ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე და სამი ქულით გალიდერდა. იტალიელები მეორე შეხვედრას 9 აპრილს 15:30 საათზე ჰოლანდიიის წინააღმდეგ გამართავენ.

იტალია 2:1 ბელარუსი

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

იტალია: მოლიტიერნო, ერკოლესი, ლიმა, ფორტინო, კალდეროლი

სათადარიგო შემადგენლობა: პუტანო, რომანო, სკინინა, ონორიო, ბოავენტურა, პატიასი, მერლიმი, კავინატო, ბორდინიონი

მთ. მწვრთნელი: რობერტო მენიჩელი

ბელარუსი: გოლოვნიოვი, როგოვიკი, ჟიგალკო, რაბიკო, გონჩაროვი

სათადარიგო შემადგენლობა: შერბაჩენია, ოლშევსკი, სილივონჩიკი, ჩერნიკი, გუსაკოვი, ალეინიკოვი, კრიკუნი, გორბენკო, ჩეხოვსკი

მთ. მწვრთნელი: ანდრე ტოლმაჩი

მსაჯები: ადმირ ზაჰოვიჩი, ოზან სოიკანი, ნორბერტ სილაგი

გაფრთხილება: ჟიგალკო (32:42)

გოლები: 0:1 ჟიგალკო (26:22), 1:1 კავინატო (30:13) 2:1 კალდეროლი (31:23)

 

gff.ge



  © SBM, 2016-2024